კანოს ისტორია 1980-იანი წლებიდან იწყება და დაფუძნების დღიდან დღემდე, თითოეული ჩვენგანის მისია ხარისხი და უსაფრთხოებაა.
40 წელზე მეტია, ვაწარმოებთ ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის ლითონის კონსტრუქციებს და ჩვენს მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს ვთავაზობთ, რომელიც მოიცავს პროექტირების, წარმოების, ტრანსპორტირების და მონტაჟის სრულყოფილ პროცესს.
ჩვენი გუნდი 200-ზე მეტ „კანოელს“ აერთიანებს, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე სფეროს ექსპერტებად ჩამოყალიბდნენ.
კანოს გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი არქიტექტორებითა და ინჟინრებით, რომლებიც ექსპერტულ კონსულტაციას უწევენ დამკვეთებს და მაქსიმალურად ითვალისწინებენ ყველა მასშტაბურ და კრეატიულ მიგნებას პროექტირების ეტაპზე
კანოს გუნდი მზადაა, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა კომპანიების წარმოების პროცესებისთვის საჭირო ხაზების, მათთვის სპეციფიკური და საჭირო კონვეიერის, მექანიზმების, მანქანა-დანადგარების პროექტირება, წარმოება, მონტაჟი და ამოქმედება.
კანო რამდენიმე ათწლეულია მოწინავე პოზიციას იკავებს ლითონის კონსტრუქციების ბაზარზე. უახლესი ტექნოლოგიების და პროფესიონალი გუნდის ჩართულობით ჩვენს მომხმარებელს მუდმივად და უწყვეტად ვაწვდით ხარისხიან სერვისს ლითონის კონსტრუქციების წარმოების და მონტაჟის კუთხით, რაც სამშენებლო პროექტების ფუნდამენტია.
ჩვენი სპეციალისტები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს სამრეწველო შენობების რთული მექანიზმების პროექტირებისა და მონტაჟის ეტაპებზე.
კანოს გუნდი თქვენს სამსახურშია პროექტირებიდან მონტაჟის დასრულებამდე და უზრუნველვყოფთ თითოეული ეტაპის სრულფასოვან და ხარისხიან შესრულებას.
კანოს პროფესიონალი გუნდი უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით უზრუნველყოფს ხარისხიან და დროულ შესრულებას მომსახურების ყველა ეტაპზე.
ჩვენი გუნდი, რომელიც 200-ზე მეტ „კანოელს“ აერთიანებს, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე სფეროს ექსპერტებად ჩამოყალიბდნენ, არის ის უპირატესობა, რომლითაც ქვეყანაში სფეროს განვითარება და მაღალი ხარისხის პროდუქციის და სერვისის უწყვეტი მიწოდება ხდება.
ვაკანსიები