კანოს გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი არქიტექტორებითა და ინჟინრებით, რომლებიც ექსპერტულ კონსულტაციას უწევენ დამკვეთებს და მაქსიმალურად ითვალისწინებენ ყველა მასშტაბურ და კრეატიულ მიგნებას პროექტირების ეტაპზე
კანოს გუნდი მზადაა, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა კომპანიების წარმოების პროცესებისთვის საჭირო ხაზების, მათთვის სპეციფიკური და საჭირო კონვეიერის, მექანიზმების, მანქანა-დანადგარების პროექტირება, წარმოება, მონტაჟი და ამოქმედება.
კანო რამდენიმე ათწლეულია მოწინავე პოზიციას იკავებს ლითონის კონსტრუქციების ბაზარზე. უახლესი ტექნოლოგიების და პროფესიონალი გუნდის ჩართულობით ჩვენს მომხმარებელს მუდმივად და უწყვეტად ვაწვდით ხარისხიან სერვისს ლითონის კონსტრუქციების წარმოების და მონტაჟის კუთხით, რაც სამშენებლო პროექტების ფუნდამენტია.
ჩვენი სპეციალისტები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს სამრეწველო შენობების რთული მექანიზმების პროექტირებისა და მონტაჟის ეტაპებზე.
კანოს გუნდი თქვენს სამსახურშია პროექტირებიდან მონტაჟის დასრულებამდე და უზრუნველვყოფთ თითოეული ეტაპის სრულფასოვან და ხარისხიან შესრულებას.
კანოს პროფესიონალი გუნდი უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით უზრუნველყოფს ხარისხიან და დროულ შესრულებას მომსახურების ყველა ეტაპზე.